„მგზავრების” სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი, დედასთან, ციცი ფალავანდიშვილთან ერთად გადაცემა “დღის პოსტის” სტუმარი იყო.
გიგის დედა რძალთან, მარინა კარპისთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 12 წელია მისგან ზედმეტი სიტყვა არ ახსოვს.
„დედამ შვილთან მიჯაჭვულობა უნდა დაძლიოს. გიგი რომ დაიბადა, უკვე მისი მომავალი ცოლიც მიყვარდა. ასევე იყო ნინის შემთხვევაშიც, დაიბადა და მისი მომავალი ქმარიც შემიყვარდა. ვერ ვგრძნობ, რომ მარინა და სანდრიკო ჩემი შვილები არ არიან. არ შეიძლება ყველაფერი მოსაწონი ჰქონდეს ადამიანს. შეიძლება მეც არ ვარ მოსაწონი ვინმესთვის. მარინა სულ დედა, დედიკოს მეძახის, 12 წელია ჩემი რძალია და მისგან ზედმეტი სიტყვა არ მახსოვს”, – საუბრობს ციცი ფალავანდიშვილი.
ვიდეო: „მგზავრების“ გიგი და მისი მეუღლე ტიკტოკის ცნობილ ტრენდზე აცეკვდნენ