LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა: „ჩემი პირადი აზრია, რომ პრემიერობის კანდიდატად ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს“

280
გიგი უგულავა და სალომე ზურაბიშვილი

„ჩემი პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად…”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც უგულავამ „ფორმულას” ეთერში აღნიშნა, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, გააერთიანოს ოთხი ოპოზიციური პარტიის შესაძლებლობები.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პრემიერობის კანდიდატი შერჩეული იყოს არჩევნებამდე.

ნიკა გვარამია: „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ პროცესით, რომელიც ახლა გავიარეთ – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“

„მე ვარ მომხრე იმისა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდეს ახლა. ამაზე გუშინ მინიშნებით თინა ბოკუჩავამაც ისაუბრა… ამ წუთას პოლიტიკური „მომენტუმი” აქვს მხოლოდ ერთადერთ ადამიანს.

ამ ოთხი ძლიერი ცხენის ერთ ეტლად ქცევის პოლიტიკური შანსი და ძალა აქვს მხოლოდ ერთადერთ ადამიანს და ესაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თვითონ. ჩემი პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად….

და 10-ის ნახევარზე [26 ოქტომბერს], როდესაც 4 მთავარი გასული პოლიტიკური ძალის მიერ დაფიქსირდება გამარჯვება, მერე კი არ უნდა იყოს დავიდარაბა – „არა მე მინდა და არა, ეს არ იყოს”, არა;

უნდა იდგეს სალომე ზურაბიშვილი, უნდა იყოს 80 დეპუტატი თუ რამდენიც იქნება უმრავლესობა და უნდა გამოაცხადოს, რომ „ქართული ოცნება” არის დამარცხებული, გაიმარჯვა ქართულმა ოპოზიციამ და გაიმარჯვა ევროპულმა გზამ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

სალომე ზურაბიშვილი: „არჩევნები, რომელიც ჩვენთან 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს განმსაზღვრელი იქნება, არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია“

დასმულ შეკითხვაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში” დაუჭერენ თუ არა მხარს ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატად, უგულავამ უპასუხა

„გამარჯვებასთან ერთად, არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლება და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენ მურუსიძის ან რომელიმე სხვა ვიგინდარა მოსამართლის დალოდებას დავიწყებთ…

„ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, თანამდებობიდან გადააყენებს“ – „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ იწყებს

ეს საკითხი, რომ უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს [სააკაშვილი], სწორედ ამიტომ ვარ მე იმის მომხრე, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს პრემიერობის კანდიდატი.

იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე ვერ იტყვის უარს ვერც „ლელო”, ვერც გახარია და არც დანარჩენი კოალიციები…”. – განაცხადა გიგი უგულავამ. 

magti 5g