LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა კირკიტაძის დაკავებას რეპრესიების დაწყებად მიიჩნევს

გიგი უგულავა

გიგი უგულავა დავით კირკიტაძის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიების დაწყებად მიიჩნევს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თელავში, სამხარეო პოლიციის შენობასთან განაცხადა, ის განცხადებები, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება, მიუთითებს, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ პოლიციელები დაზიანდნენ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის სიტყვის თავისუფლება უნდა დავიცვათ პირველ რიგში, რომლის გამოხატვის ფორმაც შეიძლება არ მოგვწონდეს. სხვა შემთხვევაში გავხდებით ჩრდილოეთ კორეა, რისი სიმპტომიც იყო გახარიას მიერ ღარიბაშვილის სტილში გაკეთებული განცხადება. სრულიად სასაცილოა ის განცხადებები, რასაც თბილისის მერი აკეთებს დღეს, იმის მაგივრად, რომ გონს მოეგოს და დიალოგისკენ წაიყვანოს პროცესები. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების ახალი დაწყება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g