LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა მერამდენე პროცესია შეურაცხყოფას მაყენებს: პროკურორი

95
BeFunky-collage (18)

ბრალდებული გიგი უგულავა დასაცინი ხართო მეუბნება, მერამდენე პროცესია შეურაცხყოფას მაყენებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის პროკურორმა ნათია გურულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სწორედ პროკურორის რეპლიკის ეტაპზე გიგი უგულავას ნათია გურულმა ჰკითხა, თუ რა იყო სასაცილო, რასთან დაკავშირებითაც, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ “სასაცილო კი არა, დასაცინია”.

“ნუ ცხარობთ ჩემი კარგო, მესმის რომ ტყუილის გამყარება გიწევთ, დაიწყნარეთ ნერვები”,- მიმართა პროკურორს უგულავამ.

“ვის აქვს ნერვები დასაწყნარებელი, ეტყობა. სამართლებრივი არგუმენტები გელევათ და შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ, უკვე მერამდენე პროცესია ზღვარს ცდება ბრალდებული. – აღნიშნა პროკურორმა.

“ყველა ადამიანი თავისი ზრდილობის დიაპაზონს აჩვენებს საზოგადოებას”,- განაცხადა გურულმა, რასთან დაკავშირებითაც, უგულავამ აღნიშნა, რომ “პროკურატურის უტიფრობის დიაპაზონი „რაზმახისას“ ცდება”.

magti 5g