LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

79
გიგი-უგულავას-პატიმრობა-მიუსაჯეს

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უკვე გადმოიყვანეს.

“უწყვეტ ვიდეო კადრებში ნათლად ჩანს თუ რა უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს გიგი,“ – ადვოკატი

უფლებადამცველის განცხადებით, უგულავა დროებითი მოთავსების იზოლატორში 48 საათის განმავლობაში იყო, რაც მისი თქმით ცალსახად უკანონობაა.

“მინდა გითხრათ, რომ ეს მასობრივი დაკავებები მეტყველებს, რომ ხელისუფლებას ეშინია მშვიდობიანი პროტესტის და სწორედ ამისკენ იყო მიმართული გაზაფხულზე დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სადაც გაამკაცრეს სანქციები წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის.” – აცხადებს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი

გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები