LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გიგის სიცივეში დარჩენა ემუქრება, დემონტაჟი კვირასაა დაგეგმილი” – აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის ბიჭის სახლის შესანარჩუნებლად სასამართლოს მიმართეს

140
BeFunky-collage (4)

ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” 8 წლის ბიჭის, მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლებისა და 79 წლის ბაბუისთვის აფრიკის დასახლებაში აშენებული რამდენიმე კვადრატული ბინის შესანარჩუნებლად სასამართლოს მიმართა.

“ეს არის 8 წლის გიგი, რომელიც აფრიკის დასახლებაში ცხოვრობს და რომლის სახლის დემონტაჟიც კვირას დილით არის დაგეგმილი.

გიგის სიცივეში დარჩენა ემუქრება.

გიგის ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლები და 79 წლის ბებია, დევნილები.

ეს წუთია #PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა გიგი ჩანგელიას სახლის დანგრევის შეჩერებაზე.
ახლა ჯერი სასამართლოზეა.

* ფოტოს გამოქვეყნებაზე ნებართვა აღებული გვაქვს გიგისგან და მისი მშობლისგან,”- აცხადებენ ორგანიზაციაში.

სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით “ფორტუნა” ორგანიზაციისგან ცდილობს მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

mazda magti 5g