LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო – PHR

217
fot (1)

პროკურატურამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა და შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

ამასთან, ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ უარი თქვა PHR-ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია.

PHR-ი აგრძელებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას მიაწვდის სიახლეებს საქმის განვითარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

PHR-ის ადვოკატი, ანა თავხელიძე აცხადებს, რომ „ეს გადაწყვეტილება, დაზარალებულად ცნობა, ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა აღიარებს, რომ დანაშაულის შედეგი იყო იქ მომხდარი“.

„ვისი მხრიდან დანაშაული, ამას არ აკონკრეტებს გადაწყვეტილებაში პროკურატურა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ პასუხისმგებლობას არ დაიყვანს კერძო პორებამდე სახელმწიფო.

მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო იცოდა და უნდა სცოდნოდა მას, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება შესაძლებელი იყო შოვში“, – ანა თავხელიძის ამ განცხადებას თავად „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.