LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილაურის ფონდის შექმნას, იდეაში კარგი მიზეზი აქვს, მაგრამ დავიტოვებ უფლებას, ეჭვის თვალით ვუყურებდე მის გააქტიურებას“ – ნანკა კალატოზიშვილი

248
ნიკა გილაური ნანკა კალატოზიშვილი

მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი საქართველოში მომდინარე საპროტესტო აქციებში, სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის ფონდის შექმნას ეხმაურება.

მსახიობი წერს, რომ ნიკა გილაურის გააქტიურებას „ეჭვის თვალით უყურებს“.

„გი­ლა­უ­რის ფონ­დის შექ­მნას, ასე იდე­ა­ში კარ­გი მი­ზე­ზი აქვს, მაგ­რამ და­ვი­ტო­ვებ უფ­ლე­ბას, ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დე მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას”, – დაწერა ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლმა. მოგვიანებით კი კომენტარში განმარტა, რა გახდა მისი ეჭვის მიზეზი.

„ზო­გა­დად, ახა­ლი ერა, ახა­ლი ხალ­ხით რომ იწყე­ბო­დეს და წრე­ზე არ ვი­ა­როთ ქრო­ნი­კუ­ლად, მეტ პროგ­რესს მო­უ­ტან­და ამ ქვე­ყა­ნას. ზუს­ტად ამი­ტომ ვუ­ყუ­რებ ეჭ­ვის თვა­ლით. ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი აზრი გა­აჩ­ნდეს. უბ­რა­ლოდ ამ ფონ­დის მერე, მისი პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნა, სხვა რა­მის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის. მეც ხომ მაქვს უფ­ლე­ბა პი­რა­დი აზ­რე­ბის და ეჭ­ვე­ბის.“

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გი­ლა­ურ­მა აქ­ცი­ა­ზე ნა­ცე­მი და დაშავებული მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ასე­ვე გა­ფი­ცუ­ლი და სა­მუ­შაო ადგილებიდან წამოსული ადამიანებისთვის ფონდი დააფუძნა.

„მიზანი არ დაიმალება“ – ბაჩო დოლიძის პასუხი თაკო ჩარკვიანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g