LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გილერმო დელ ტორო ,,პინოქიოს” გადაიღებს

66

გილერმო დელ ტორო ,,დისნეის” ანიმაციას, ხის თოჯინის შესახებ მხატვრულ ფილმად გადაიღებს. საინტერესოა, რომ ,,ოსკაროსანი” რეჟისორი კინოსურათის სცენარის ავტორი და პროდიუსერიც იქნება.

ასევე ცნობილია, რომ 1940 წლის მულტფილმის ეკრანიზაცია სრულიად განსხვავებული იქნება. ფილმის სიუჟეტი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში განვითარდება და იმ პერიოდს მოიცავს, როცა იტალიის სათავეში ბენიტო მუსოლინი და ფაშისტური პარტია მოექცა.

54 წლის ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ ბავშვობაში არც ერთ სხვა პერსონაჟთან ისეთი საერთო არ ჰქონია, როგორიც პინოქიოსთან.

ოფიციალური ინფორმაციით, დელ ტორო პროექტს ,,ნეტფლიქსთან” თანამშრომლობით განახორციელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, გადაღებები კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.

სხვა დეტალები ფილმთან დაკავშირებით ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები