საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე UFC-ის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ულოცავს.
„გილოცავ ჩემპიონო“, – წერს ბუდუ და ჩემპიონის ვიდეოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით გამომსვლელი შონ ო’მალი დაამარცხა.