პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ავრცელებს – გელა დაიაური შვილს, დემეტრეს, რომელიც 2010 წლის 22 ივლისს, მუცოს ხეობაში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა, დაბადების დღეს ულოცავს.
გელა დაიაური პატარა დემეტრეს ფოტოს „ფეისბუკში“ აქვეყნებს და წერს:
„გილოცავ, დემე, მამა, მიღმიერში… 17 წელი“, – წერს გელა დაიაური.
„დიახ, მე 15 წლის შვილი მყავს“ – გელა დაიაურის ემოციური პოსტი
გილოცავ, დემე , მამა, მიღმიერში…. 17 წელი❤️
Posted by გელა დაიაური on სამშაბათი, 08 ივლისი, 2025
შეგახსენებთ, მუცოს ხეობაში უბედური შემთხვევა 2010 წლის 22 ივლისს მოხდა – „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო გელა დაიაურის მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმსიაშვილი და მათი ორი შვილი, დემეტრე და ჯარჯი.