LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავთ ნამდვილ ახალ წელს! დროა, ფურცელი გადავშალოთ“ – რამაზ გიგაური

688
იოჰან ვადეფული

ასტროლოგი რამაზე გიგაური მოსახლეობას აღმოსავლური კალენდრით ახალ, ცხენის წელს ულოცავს.

მისი განმარტებით, ოფიციალურად დასრულებულია გასული, „გველი“ წლის პერიოდი — რომელიც, მის შეფასებით, თვლიდა დაკვირვებას, სტრატეგიასა და ინტროსპექტივაზე მუდმივ მუშაობას — და ახლა იწყება წითელი (ცეცხლოვანი) ცხენის წელი, რომელიც მისივე სიტყვებით, „მოქმედების, სისწრაფის და ცვლილებების დროა“.

„გილოცავთ ნამდვილ ახალ წელს! დროა, ფურცელი გადავშალოთ.

მეგობრებო, გილოცავთ!
17 თებერვალს, თბილისის დროით 16:01 საათზე, აღმოსავლური კალენდრით, ოფიციალურად ვემშვიდობებით „გველის“ სიბრძნესა და ცბიერებას და ვეგებებით სტიქიას, რომელსაც მოსვენება არ უყვარს. შემოდის წითელი (ცეცხლოვანი) ცხენის წელი! 🐎🔥

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? თუ გასული წელი იყო დაკვირვების, სტრატეგიისა და სიჩუმის წელი, ცხენი „გვთხოვს“ მოქმედებას. ეს არის წელი, როცა სამყარო მხარს უჭერს მხოლოდ მათ, ვინც ბედავს და წინ მიისწრაფვის. ვინც არ უშინდება რისკს, სისწრაფეს და ცვლილებებს. ცხენის ენერგია ვერ იტანს სტაგნაციას, სიზარმაცეს და „ხვალისთვის“ გადადებას.

დაე, ამ ახალმა წელმა მოგიტანოთ ის სინათლე, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. გამარჯვება, სიყვარული და ბარაქა თქვენს ოჯახებს!“, – წერს რამაზ გიგაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g