ქართველი ძიუდოისტის ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლე, გიული ჭკუასელი იუბილარია. ვარლამ ლიპარტელიანი მეუღლეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელშიც ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
„გილოცავ დაბადების დღეს“, – წერს ვარლამი.
წყვილი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
„გილოცავთ ორივეს, მრავალი ბედნიერი წლები მიგელოცოთ ერთმანეთისათვის, ერთი გოგო რა, გთხოვთ“,
„გილოცავთ❤️ ბედნიერებას გისურვებთ ორივეს“,
„დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, მეოთხე ბიჭი გასულ თვეს შეეძინათ.
ფოტო: ვარლამ ლიპარტელიანი მეოთხე შვილის მამა გახდა