Gino Paradise Tbilisi მომხმარებელს ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით სპეციალურ პაკეტს GINO VALENTINE-ს 200 ლარად სთავაზობს.
როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა გიორგი გვენეტაძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ეს პაკეტი ძალაში იქნება მხოლოდ 12, 13 და 14 თებერვალს. შეთავაზება მოიცავს 2 პერსონაზე JOY, VIP და EXCELLENT არეალებს. პაკეტში შედის : წყვილის სარელაქსაციო მასაჟი (30წთ), აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი წყლის ატრაქციონები (ულიმიტო), დიდი სარელაქსაციო აუზი (ულიმიტო), კლეოპატრას ოქროს ჯაკუზი (ულიმიტო), საუნა–ჯაკუზი ”ლუდის კათხა” (ულიმიტო), ფინური საუნა(ულიმიტო), რომაული საუნა(ულიმიტო), ინფრა საუნა (ულიმიტო), მცენარეული საუნა(ულიმიტო), კრიოსაუნა (ულიმიტო), მარილის ორთქლის საუნა (ულიმიტო), დიდი სენსორული ვირპული (ულიმიტო), ჯაკუზი გემში (ულიმიტო), ალექსანდრე მაკედონელის 24 კარატიანი ოქროს სავარძელი, ყავა/ჩაი, VIP პარკინგი.
მისივე ინფორმაციით, პაკეტის გამოყენებას სტუმარი 12:00-დან 22:00-მდე შეძლებს, GINO VALENTINE პაკეტის რაოდენობა კი შეზღუდულია. მომხმარებლებს პაკეტის დაჯავშნა შემდეგ ნომერზე შეუძლიათ 2 15 85 85.