მომღერალი გიო ხუციშვილი ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს კონცერტს გამართავს. მაყურებლის წინაშე გიო ხუციშვილი და მისი ბენდი „გიო +“ წარდგებიან.
საკონცერტო პროგრამა სამ ნაწილად იყოფა. პირველი ორი ნაწილი ბენდს „გიო +“ დაეთმობა.
შესრულდება ძველი ქართული პოპულარული სიმღერები ახლებური არანჟირებითა და აბსოლუტურად განახლებული მიმართულებით. ასევე ყველასთვის კარგად ნაცნობი რუსული ჰიტები.
მეორე ნაწილი მთლიანად ქავერებს დაეთმობა.
პროგრამა დაახლოებით 2,5 საათიანია და მისი დასრულების შემდეგ სტუმრების გართობაზე DJ იზრუნებს.
სარვამარტო კონცერტი „ბაბილო მიუზიკ ჰოლში“ გაიმართება, მაგიდის დაჯავშნა წინასწარ აუცილებელია.

