LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიო ხუციშვილმა ახალი ჯგუფი შექმნა

138

გიო ხუციშვილი დღეს, 28 სექტემბერს, ახალი პროექტის პრეზენტაციაზე ყველა მსურველს ეპატიჟება. “ახალი ტიფლისის” ფარგლებში მოწყობილ აღმაშენებლის ქუჩაზე მომღერალი რამდენიმე სიმღერას შეასრულებს.

გიო ხუციშვილი:

გავაკეთე ახალი ჯგუფი, “გიო +”. მასში, ჩემთან ერთად რამდენიმე მუსიკოსია გაერთიანებული. ძველი ქართული სიმღერები გადავაკეთეთ და თანამედროვე ჟღერადობა მივეცით. ვფიქრობ, ახალგაზრდებს ძალიან მოეწონებათ. ვაპირებ, მათი პრემიერა “ფორტუნა პლუსზე” გავაკეთო, თან, ჯგუფის სახელწოდებასაც შეესაბამება (იღიმის).

ამ 5 კომპოზიციას “ეკა ხოფერიას შოუ” გადაიღებს. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ახლად გახსნილი აღმაშენებლის ქუჩის ნაწილზე, შეუძლია მოსვლა და დასწრება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები