LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი აბურჯანიამ სევილიასთან კონტრაქტი გააფორმა

102

”სევილია” 1.8 მილიონ ევროს იხდის ქართველი ნახევარმცველის გიორგი აბურჯანიას სანაცვლოდ.

”ხიმნასტიკის” ფეხბურთელი ევროპის მასშტაბით წარმატებულ გუნდში გააგრძელებს კარიერას, ისეთ გუნდში, რომელიც მუდმივად მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

21 წლის ჰავბეკმა დღეს დილით სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აბურჯანიას ტრანსფერში ევროპა ლიგის გამარჯვებული ”სევილია” 1.8 მილიონს გადაიხდის. თავიდან ქართველი ფეხბურთელი ანდალუსიური კლუბის მეორე გუნდში, სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები