LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბადრიძე: თუ გვინდა, რომ შევუერთდეთ ევროპას, ჯერ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპა… ბევრად მეტის გაკეთება მოგვიწევს შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით

102
BeFunky-collage (10)

უკრაინის ტრაგედია საქართველოს აძლევს ახალი შესაძლებლობას, მაგრამ სერიოზული შიდა რეფორმების გარეშე ამას არანაირი პერსპექტივა არ ექნება, – ამის შესახებ “რონდელის ფონდის” უფროსმა მკვლევარმა, გიორგი ბადრიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

“დღეს აღმოჩნდა, რომ ევროპის ქვეყნის უსაფრთხოებას ფიზიკურად იცავს უკრაინას.

მე სრულიად სხვანაირად ვუყურებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შედეგს, როდესაც მწვანე შუქის ნაცვლად მივიღეთ დაბლოკვა ნატოში – გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მაშინ გერმანიამ დაგვიბლოკა. ხოლო პირობა იმისა, რომ ჩვენ ოდესმე გავხდებოდით ნატოს წევრი მხოლოდ ერთგვარი მორალური კომპენსაცია იყო.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება, თუმცა ამ კუთხით რაიმე პრაქტიკული გამოხატულება ჯერ არ გვინახავს.

გუშინ ევროკავშირში კითხვარი შევიტანეთ, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი – პრეზიდენტი

შეიცვალა ევროკავშირის მიდგომა, ის არასდროს პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური მიზეზით არ აჩქარებდა რომელიმე ქვეყნის გაწევრიანებას, ერთადერთი რაც მან შეცვალა იყო კანდიდატის სტატუსის განხილვის სიჩქარე.

ჯერ კანდიდატის სტატუსი არ მიუღია არც უკრაინას და მით უმეტეს, არც საქართველოს, რომელიც შეეცადა, ერთგვარად, შემხტარიყო ამ მატარებელზე.

ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება მოგვიწევს ჩვენი შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, რადგან სრულიად აშკარა ფაქტია, რომ საქართველო 2012 წელს დაპირებული დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით შორს არც წასულა და ზოგიერთ საკითხში ევროკავშირი ჩვენს ნაბიჯებს უკუსვლად აფასებს.

ასე ჩვენ ევროკავშირში ვერ მოვხვდებით. თუ გვინდა, რომ შევუერთდეთ ევროპას, ჯერ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპა”, – განაცხადა გიორგი ბადრიძე.

ცნობისთვის, საქართველოსა და მოლდოვას 11 აპრილს გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. საქართველომ კითხვარის პირველი ნაწილი უკვე შეავსო, მეორე ნაწილის შევსებას კი 13 მაისამდე დაასრულებს.

EU-ს კითხვარის პასუხების გამოქვეყნება მთავრობის გადასაწყვეტია – ჰარცელი

პოპულარულები