პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ბახუაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, აღნიშნული პოსტიდან გათავისუფლდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, გიორგი ბახუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა.
