LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბახუტაშვილი: „დაკავებული გრაფიკის გამო, შვილს ვაკლივარ…“

147

გიორგი ბახუტაშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტია. მას შესანიშნავი მეწყვილე ჰყავს, ჯულიანა ბარ-გნარი, რომელთან ერთადაც სულ ვარჯიშობს, კვირაში ოთხი დღე აქვთ ცეკვის მოსამზადებლად, რაც, მსახიობის აზრით, საკმარისი დრო არ არის, მაგრამ ამ პროექტისთვის მაქსიმალურად იხარჯება.

Fortuna.ge „ცეკვების“ კონკურსანტს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, როგორ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

გიორგი ბახუტაშვილი:

ძალიან რთული პროექტია. ყველაფერს რომ თავი დაანებო, ყოველი ახალი ცეკვის დასადგმელად 4 დღე გაქვს. ამ დროში უნდა შეისწავლო მოძრაობები და ცეკვა ბოლომდე მიიყვანო. ცეკვა იდგმება, ასევ ვთქვათ, ლაივ-რეჟიმში. ძალიან ძნელია, უბრალოდ, ვფიქრობ, ადამიანს ყველაფრის რესურსი აქვს, მთავარია ამ რესურსის გამონახვა.

აქამდე ცეკვასთან შეხება გექნებოდა, თუნდაც თეატრალურ უნივერსიტეტში…

დიახ, მქონია შეხება, რა თქმა უნდა. ცეკვას თეატრალურში ვსწავლობდი, თეატრში მსახიობს ხშირად სჭირდება პლასტიკა, ისევე როგორც სიმღერა. ასე რომ, ცელვა ჩემთვის მთლად უცხო არ იყო, თუმცა ეს ცეკვები, რასაც ახლა ვასრულებთ, განსხვავებულია და სხვა სირთულეებია.

ყველაზე დიდი სირთულე მაინც დროის დეფიციტია, როგროც ზევით აღვნიშნე. გარდა ამისა, არმოიდგინე, ხელი და ფეხი სხვადასხვანაირად უნდა ამოძრავო, ოღონდ რიტმში, ზუსტად. რა ვიცი, გამოსდის ხალხს, ამ სირთულეების მიუხედავად…

შენც გამოგდის აშკარად. შენი და ჯულიანას ტანგომ სოცქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა…

(იღიმის) მადლობა. ამ ცეკვისთვის ყველაზე დიდი დრო გვქონდა მოსამზადებლად, დაახლოებით ერთი კვირა, რადგან პირველი ტური იყო. უბრალოდ, პირველ გამოსვლამდე ვნერვიულობდი, რადგან მსახიობისთვის ნებისმიერი ნაბიჯი ავანტიურაა. მაყურებელთან უკვე მქონდა ურთიერთობა და ვღელავდი, როგორი გავუმკლავდებოდი სხვა ამპლუაში გამოჩენას მათ წინაშე…

ჯულიანა, ალბათ, ძალიან კარგი პარტნიორია.

თუ ვინმეს რაიმე მოსწონს ჩვენს ცეკვაში, ეს ჯულიანას დამსახურებაა. მონდომებულია და შრომისმოყვარეა. ასეთ ადამიანთან ცეკვა სიამოვნებაა. მართალი გითხრათ, მოტივაცია არც მე მაკლია, მაგრამ პარტნიორის მონდომებაც მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტის დარბაზში რეპეტიციას რომ ვამთავრებთ, ჯულიანას თავის დტუდიაში მივყავარ და იქ მამეცადინებს.

„ცეკვების“ პირობებში, სხვა რაღაცებს ასწრებ? „იმედზე“ ახალ სერიალშიც მონაწილეობ…

ზუსტად გუშინ ვადგენდი სიას, რაც აუცილებლად მაქვს გასაკეთებელი (იღიმის). აღმოჩნდა, რომ ერთ დღეს, ორ საათზე სამ სხვადასხვა ადგილას უნდა ვიყო (იცინის). თუმცა მაინც ვართმევ რაღაცნაირად თავს, რადგან ადრეც მქონია ასეთი დაკავებული გრაფიკი. აქ სხვა სირთულეა, ერთი საქმიდან, რომელიც 100 %-იან კონცენტრაციას ითხოვს, მეორე ასეთივე საქმეზე უნდა გადაერთო…

შენი პატარა გოგონა გგულშემატკივობს. ამისი ამსახველი ვიდეო ახლახან გავრცელდა სოცქსელში.

დატვირთული გრაფიკის გამო შვილს ვაკლივარ, ამიტომ როცა ეკრანზე მხედავს, ესე რეაგირებს, ძალიან უხარია…

გიორგი, „ჩემი ცოლის დაქალებში“ შენს გამოჩენას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ?

გრაფიკიდან გამომდინარე, „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჯერ ვერ ვიქნები.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები