LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბაქრაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატია

144
გიორგი ბაქრაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასაუბრებაზე იმყოფებოდა. ბაქრაძემ bm.ge-ს დაუდასტურა, რომ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია.

„კონკურსში გადავწყვიტე მონაწილეობა, იმიტომ რომ კანონით, რაც მოთხოვნებია, ვაკმაყოფილებ და მინდა ვცადო. გასაუბრება მქონდა ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან. კითხვები ეხებოდა, რა შეიძლება გავაკეთო, თუ საბჭოს წევრი გავხდი, ასევე, საქართველოს ეკონომიკას, ეროვნული ბანკის პოლიტიკას, ჩემს კვალიფიკაციას“, – აღნიშნა bm.ge-სთან გიორგი ბაქრაძემ.

ბაქრაძის გარდა, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან არჩილ იაკობაშვილი, მაგდა მაღრაძე, დიმიტრი ჯაფარიძე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა და 8 კანდიდატი შეირჩა.

წყარო: BM.GE