LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბარამიძე: პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია – თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს

304
fot (1)

ამ ადამიანს არანაირი კანონი არ დაურღვევია – შეძლება უცნაურობა იყოს, მაგრამ უცნაურობის გამო გამოხტეს იუსტიციის მინისტრი და სკანდალი ატეხოს, წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, ოფიციალურად დადგენილი არაა, თუ რა ფურცელი გამოიტანა ექიმმა და იყო თუ არა ნამდვილად სააკაშვილისგან აღებული ნიმუში.

„გაუგებარია ის ისტერიკა, რაც ატეხა ამ სამარცხვინო ადამიანმა, იუსტიციის მინისტრმა. ადამიანს რაღაც ფურცელი ედო წინდაში. ეს რა კანონდარღვევაა, როდესაც მათ უპრობლემოდ შეეძლოთ გაეტანათ ნებისმიერი რამ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული? გამოვიდეს იუსტიციის მინისტრი და დაიწყოს კადრების ჩვენება, როგორ აქვს ადამიანის რაღაც ჩადებული წინდაში, სამარცხვინოა. პროვოკაციაზე საუბრობს. რა არის აქ პროვოკაციული – რა კანონი დაარღვია ამ ადამიანმა და რა პროვოკაცია ჩაიდინა, ვისი პროვოცირების გამო გააკეთა? თვითონ ამბობენ, რაღაცის ნიმუშიაო – იქნებ არ არის? ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა, ვინმემ გამოიკვლია, რა ქაღალდი ედო და რისთვის? იქნებ, მისი პირადი ნივთია, იქნებ სხვა საკითხია, ვინმემ ეს გამოიძია? რომ გამოვარდები იუსტიციის მინისტრი და წინასწარ დასკვნებს აკეთებ, საზოგადოებას ელაპარაკები სისულელეს… ამ ადამიანს კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად, რატომ დასჭირდა, თავად მას ჰკითხონ და უპასუხებს…

ბრეგაძე პენიტენციურის კადრებზე: „მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით“

რა პროვოკაციაზე საუბრობენ და სკანდალს ტეხენ. ჩვენს მეგობრებთან მიმართებით სჯობს იმაზე ილაპარაკონ, თვეების განმავლობაში პოლონელ, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებს რომ ეუბნებოდნენ, საქართველოში დროებითი სამუშაოს ნებართვა აეღოთ, გეგონება არაკვალიფიციური ადამიანები იყვნენ…

პოლონელმა ექიმმა თქვა, ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო - ნინო ნადირაძე

"ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას".

მათ რაც უნდოდათ, გააკეთეს პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით – ნიმუშებიც აიღეს და როგორი ფორმითაც სურდათ, იმ ფორმით გამოიტანეს. თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, კიდევ უფრო საგანგაშოა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ხელისუფლების ნდობა არ აქვს და რაღაცის ფარულად გამოტანა გადაწყვიტა. იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც იმართება რუსი ოლიგარქის მიერ, ეს არის პუტინის რეჟიმის გაგრძელება და ე.ი. მის მიმართ ნდობა არ აქვთ – ეს არის დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოიტანო, თუ ვინმემ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული რაღაც ჩუმად გამოიტანა, როდესაც შეეძლოთ ოფიციალურად, ნებართვით გამოეტანათ“,- განაცხადა ბარამიძემ.

რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით – ნინო ნადირაძე პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g