LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჭანტურიას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს

67

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება სამართალდამცავებმა ვერ აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ჭანტურიას მეორე ადვოკატმა ანი კეკენაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ჭანტურია წინასწარი დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ უნდა გაათავისუფლონ, ვინაიდან საქმეში მტკიცებულების სახით დევს მხოლოდ ის ცხრა ვაზნა, რომელიც მას არ ეკუთვნის.
გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს. მისი მამის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 9 ვაზნა, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, მამას ეკუთვნოდა და არა გიორგი ჭანტურიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g