LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩერქეზიშვილი: მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე დადებითად აისახება

83

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა  აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ექსპორტის დივერსიფიკაციის,  ინოვაციების და კვლევა-განვითარების კომერციალიზაციის წახალისების მიმართულებით. მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას.

მინისტრის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა  4 689 ერთეულს გაუტოლდა.

გიორგი ჩერქეზიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის საქართველოს ეკონომიკის შეფასებაზე „შეთანხმების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების“ ფარგლებში და ასევე საქართველოში ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვაზე.

მიმოხილვაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე. ამ  შეფასებით  ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება იმის საფუძველია, რომ გარტარდეს ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა განათლების, ინფრასტრუქტურული მოწყობის და სხვა რეფორმები, რომლებიც სწრაფ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ასევე საგარეო შოკებისადმი მდგრადობას უზრუნველყოფს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება არის პოზიტიური, მისიის პირველ შეფასებასთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით  გაუმჯობესდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის   პროგნოზი და 4.8 პროცენტს შეადგენს.  ამასთან, სტრუქტურული რეფორმების შედეგად საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია საშუალოდ უფრო მაღალი 5.2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. მისი თქმით, სავალუტო ფონდის დასკვნები და შეფასებები ნათლად მიანიშნებს სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლების მიერ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და აღნიშნული რეფორმების პოზიტიურ შედეგებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები