LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ცხადაძე: „სულ მგონია, ჩემს შვილს დროს ვაკლებ და მისთვის ნაკლებს ვაკეთებ. თუმცა, ოჯახის წევრებსა და ჩემს ახლობელ ადამიანებს თუ ჰკითხავთ, აუცილებლად გეტყვიან, რომ მთლად ცუდი მამა არ ვარ…“

231
გიორგი ცხადაძე

მსახიობი და გიორგი ცხადაძე ჟურნალ „თბილისელებს“ პასუხობს კითხვაზე მამობასთან დაკავშირებით.

– როგორი მამა ხარ?

– მაქსიმალისტი ვარ, სულ მგონია, ჩემს შვილს დროს ვაკლებ და მისთვის ნაკლებს ვაკეთებ. თუმცა, ოჯახის წევრებსა და ჩემს ახლობელ ადამიანებს თუ ჰკითხავთ, აუცილებლად გეტყვიან, რომ მთლად ცუდი მამა არ ვარ (იცინის). ვცდილობ, თავისუფალი დრო შვილის გვერდით გავატარო და ეს დრო არ იყოს უბრალოდ გატარებული დრო, იყოს დატვირთული ემოციებით და ბედნიერი წამებით. დღეს, ჩემი მთავარი საზრუნავი ნენეა. არ დამავიწყდება, ბაღში მივაკითხე და მასწავლებელმა მითხრა: როგორი საოცარი და კარგი შვილი გყავთო. უნდა გენახათ, რა ამაყი ვიყავი, ეს ყველაზე ძვირფასი კომპლიმენტი იყო, რაც ოდესმე ჩემთვის უთქვამთ. ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, როცა ნენეს აქებენ. ჩემი მეუღლე კი – ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი საყრდენია, ვენდობი, ყველაფერში გვერდით მიდგას და ყველაფერში მომყვება. ყველაფერს ისე განიცდის, როგორც მე. გამიმართლა, რომ ასეთი მეორე ნახევარი მყავს. როცა ასეთი ადამიანი გყავს გვერდით, ეს ყველაზე დიდი კომფორტი და ბედნიერებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g