LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია და უფრო ცუდი შედეგი მოაქვს, ვიდრე მაიმუნის ყვავილს…“

736
giorgi-fxakadze

გიორგი ფხაკაძე „ტვ პირველის” გადაცემას ჩაერთო და  განაცხადა, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ატეხილი პანიკა გადაჭარბებულია. ჯანდაცვის ექსპერტმა დასძინა, რომ ეს დაავადება მარტივად მიმდინარეობს ად ზოგჯერ მკურნალობასაც კი არ საჭიროებს, ამასთან, ევროპულ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის შედარებით მსუბუქი ვერსიაა გავრცელებული.

„აფრიკაში ბევრი ვირუსი არის ენდემური. რაც შეეხება მაიმუნის ყვავილის ვირუსს, ეს არის საყურადღებო, მაგრამ საგანგაშო არაფერია და მოსახლეობამ არ უნდა ინერვიულოს. ვფიქრობ, მოსახლეობაში არასწორი პანიკა არის ატეხილი.

"მაიმუნის ყვავილის" გავრცელების შემთხვევაში, დაგვიცავს თუ არა ინფიცირებისგან ბავშვობაში გაკეთებული "ყვავილის" საწინააღმდეგო აცრა

საქართველოში, 1980 წლამდე დაბადებული ადამიანების უმრავლესობა ყვავილის საწინაააღმდეგო ვაქცინით აცრილია

სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია და უფრო ცუდი შედეგი მოაქვს, ვიდრე ამ ვირუსს. ეს ვირუსი ძირითადად ვითარდება, ვრცელდება აფრიკაში. აფრიკაში ვირუსის 2 ვარიანტია. ერთი გავრცელებულია – კონგოში, მეორე – ნიგერიაში. ევროპაში და ამერიკაში გავრცელდა მეორე, რომელიც არის მსუბუქი და ისე მსუბუქად გადის ეს ვირუსი მკურნალობაც არ სჭირდება. 2-4 კვირის შემდეგ პაციენტი არის კარგ მდგომარეობაში. საპანიკო არაფერია, საშიში არ არის, ვაქცინები და წამლები არსებობს. იმდენად მომზადებულია მსოფლიო ამ ვირუსთან ბრძოლაში, რომ არ უნდა შეგვეშინდეს. საქართველოსათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ეს ვირუსი. ერთ-ორ პაციენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მიხედავს. საქართველოში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

„სქესობრივი გადაცემაა მნიშვნელოვანი, შემთხვევების დიდი ნაწილი მრავლობითი სქესობრივი კონტაქტების ადამიანებშია“ – უახლესი ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილზე“ მაია ბუწაშვილისგან

ლუგარის ლაბორატორიაში მუდმივი მონიტორინგია – რას ამბობენ სპეციალისტები „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების საფრთხეზე?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები