LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბედავა – პავლიაშვილს ბუტა რობაქიძის მსგავსად შავი პიარი გაუკეთეს

36

როგორც ბუტა რობაქიძის პერიოდში გარდაცვლილს გაუკეთეს შავი პიარი, იგივე შავი პიარი გააკეთეს პავლიაშვილის შემთხვევაში, – ამის შესახებ უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
”ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ეს შემთხვევა არის ბუტა რობაქიძის, გირგვლიანის, გამცემლიძის და სხვა ბიჭების მკვლელობის მსგავსი. მაგრამ ერთადერთი მსგავსება, რაც ამ ორ საქმეში შეიძლება ავიღოთ, არის როგორც რობაქიძის პერიოდში საშინელი ანტიპიარი და შავი პიარი გაუკეთეს გარდაცვლილ ადამიანს, იგივე შავი პიარი გააკეთეს პავლიაშვილის შემთხვევაში. აქ არ იყო კრიმინალზე საუბარი, მაგრამ მასზე თქვეს, რომ იყო ოჯახიდან გამოგდებული, ტაბლეტებზე დამოკიდებული. რომც ყოფილიყო, ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს დანაშაულთან?! მე ქუჩაში გაგდებული ადამიანი რომ მოვკლა, არ დამაკავებენ?! რას ნიშნავს, ეს რა მიდგომაა?! მე ამას ვეძახი „კაგებეს“ მეთოდებს. მე ვითხოვ, რომ ეს დამთავრდეს, გაიწმინდოს სისტემა და სისტემის წმენდა უნდა დაიწყოს თავიდან ესაა – გიორგი მღებრიშვილი”, – აღნიშნა გაბედავამ.
გაბედავა გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე მხოლოდ გარდაცვლილის ცუდად გახდომის კადრები არსებობს და არა დაკავების. როგორც გაბედავა ამბობს, ასეთი რამ არ შეიძლება მომხდარიყო.
”ასეთი რამ არ შეიძლება მომხდარიყო, ძალიან ბევრ გამოძახებას ვარ შესწრებული, ყველა პატრული ერთმანეთს ეკითხება – კამერა გაქვს ჩართული? მეც ჩავრთავ და ა.შ. ათასში ერთი მაგალითიც არ შემიძლია მოვიყვანო, რომ პატრულს არ აქვს მასალა გადაღებული”, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g