ნია ტყეშელაშვილი „სხვა შუადღის“ ჟურნალისტია, ის გიორგი გაბუნიას უფროსი ძმის, „რუსთავი 2“-ის ტექნიკური პროდიუსერის, დათას რჩეული გახლავთ. მათი რომანი 6 წლის წინ დაიწყო „რუსთავი 2“-ის კედლებში.
ჟურნალმა „სარკემ“ დათა და ნია ჩაწერა. წყვილმა დაუფარავად ისაუბრა იმ სირთულეების შესახებ, რაც ორი ადამიანის თანაცხოვრებას ახლავს, რომელთაგან ორივე დიდ კომპანიაში მუშაობს.
ნია:
სანამ არ დავრწმუნდით ერთმანეთის გრძნობებში, ჩვენს ურთიერთობას ვმალავდით.
დამალვის მიუხედავად, ალბათ, თქვენზე მაინც ჭორაობდნენ.
დათა:
ალბათ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. მთავარია, რომ ჩვენ თავად არ ვახდენდით აფიშირებას.
ნია:
6 წელია, ერთად ვართ და ჭორები სულ თან დაგვდევს. ძალიან ბევრ სიბინძურეს ამბობდნენ ჩვენზე. ყველაზე გამაოგნებელი იყო, რომ ჩემი და გიორგის მეგობრობასაც შეეხნენ. პირდაპირ ასე ეუბნებოდნენ „კეთილისმსურველები“, ჯერ შენს ძმასთან იყო და ახლა შენთან არისო. რამდენადაც დადებითი ბევრი აქვს „რუსთავი 2“-ს, მათ შორის გუნდური მუშაობის პრინციპი, იმდენად ბევრია ბოროტი ენა პირად ცხოვრებაზე. მივხვდი, რომ თუ კარგად ააწყობ პირად ცხოვრებას, ბევრი გადაგემტერება.
დათა:
დიდ კომპანიებში ყოველთვის ასეა.
ნია:
ბევრი ადამიანის ცუდი ენის გამო შექმნილი პრობლემები გადავლახეთ და ვართ ერთად.
რატომ გაურბიხართ ოფიციალურ ქორწინებას?
დათა:
მინდა, აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვიცხოვროთ. დიდი ხნით ადრე უნდა გადავსულიყავით ჩვენს სახლში, მაგრამ ყველაფერი მაინც დროში გაიწელა.
ნია:
პირადად მე არ მინდა ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება პრინცესასავით ვიზრდებოდი, არასდროს მიოცნებია ქორწილზე და თეთრ კაბაზე. იმიტომ არ მინდა კიდევ ქორწილის გადახდა, რომ ნახევარი ტელეკომპანია უნდა დავპატიჟო და აქედან ნახევარი არ იქნება ჩვენი ბედნიერებით გახარებული, ამიტომაც მალე მოვაწერთ ხელს ვიწრო წრეში.
ვრცლად ინტერვიუ ჟურნალ „სარკის“ 13 მარტის ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ.