LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია 20 ივნისზე: „ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ  უნდა გამოკითხოს ივანიშვილი“

212
გიორგი გახარია წულუკიანს

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მასთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი, გენერალური პროკურორი, სუსი-ს ხელმძღვანელი და „ გავრილოვის ჩამომყვანი“. აღნიშნულის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს 20 ივნისის საქმეზე პასუხობს.

„ვთვლი, უბრალოდ, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ივანიშვილი. ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ, დაჯდა და გაიპარა. მე ვთვლი, რომ უნდა გამოჰკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმაც სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოჰკითხოთ სუს-ის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა.

მე არ ვიცი,თქვენ ამას გააკეთებთ, თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია. შესაბამისად, ტყუილი სიმართლე“, – განაცხადა გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g