LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: არ მისცეთ ხმა „ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“

468
გიორგი გახარია

„ჩვენ ამომრჩეველს ვესაუბრებით პირდაპირ და გულწრფელად და ვთხოვთ მათ, არ მისცეთ ხმა „ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, მიეცით ხმა დანარჩენს ნებისმიერს, ვისაც თქვენი გონება და გული გიკარნახებთ, მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტთ ხმა მისცეთ 25 ნომერს, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა,“, – ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში, გადაცემის „დღის თემა“ შეკითხვას, როგორ შეძლებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამომრჩევლის დარწმუნებას იმაში, რომ სწორედ მისი გუნდი არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა.

როგორც გიორგი გახარიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, მისი პარტია არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია ელაპარაკოს დასავლელ პარტნიორებს და ამავდროულად, სახელმწიფოს ინტერესებზე დაყრდნობით ესაუბროს საქართველოს ოკუპანტ ქვეყანას.

„ჩვენ ვიცით, როგორ უნდა იყოს მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა, ის კი არა, რომელსაც ესენი [ქართული ოცნება] გვპირდებიან, გლობალურ დაპირისპირებაში მხარე აირჩიეს და დღეს, ფაქტობრივად, შეძლეს და კონფლიქტში შევიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთანაც, რუსეთი მათ დასცინის, ჩვენი სეპარატისტული რეგიონები კი უკვე ტერიტორიულ პრეტენზიებს წაგვიყენებენ და ეს ხალხი თურმე ჩვენ გვპირდება მშვიდობას.

ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია დასავლეთსაც ელაპარაკოს და პრაგმატულად, ღირსებით და ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე დაყრდნობით ელაპარაკოს რუსეთის ფედერაციასაც დეოკუპაციის კონტექსტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g