LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „ასეთია ივანიშვილის „ოცნების“ ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის – წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება“

132
გიორგი გახარია

„წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება – ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით გახარია შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და ახალგაზრდებს მხარდაჭერას გამოუცხადა:

თეატრალური უნივერსიტეტის განცხადება: „ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული… რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“

დღეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს.

„ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის.

წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება. ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს!“- წერს გახარია.

ცნობისთვის, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს.

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპასუხო განცხადების თანახმად კი, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული და სტუდენტებს უფლება აქვთ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის…

Posted by გახარია on Monday 10 March 2025
magti 5g