LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია ბრიუსელში ჯეიმს აპატურაის შეხვდა

53
gaxaria apaturai

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება.

ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ ჯეიმს აპატურაის საკუთარი პოლიტიკური და პარტიის გეგმები გააცნო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g