„აუცილებელია ჩვენ ჩვენი ხმა გავაგონოთ ცივილიზებულ სამყაროს და ასე გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მომავალი. დღეს რაც ხდება, თავი რომ დავანებოთ რუსეთს, ჩინეთს – ჩვენ ვაგებთ სამხრეთ-კავკასიურ კონკურენციას… ჩვენს ხალხს ,საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, დღეს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მაჩანჩალა გახდა ამათ გამო (ქართული ოცნება)“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანას, აკარგვინებს ევროპულ, ცივილიზებულ მომავალს, მაშინ როდესაც სომხეთმა ღიად გააკეთა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი, ხოლო აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და უკვე დიდ, გლობალურ როლს ეთამაშება:
გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
ინფორმაცია „ფორტუნას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
„ჩვენ, ჩვენს ხალხს უნდა ვუთხრათ შემდეგი, რომ აუცილებელია, ჩვენ ჩვენი ხმა გავაგონოთ ცივილიზებულ სამყაროს და ასე გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მომავალი. დღეს რაც ხდება, თავი რომ დავანებოთ რუსეთს, ჩინეთს – ჩვენ ვაგებთ სამხრეთ-კავკასიურ კონკურენციას…
ჩვენს ხალხს ,საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, დღეს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მაჩანჩალა გახდა ამათ გამო (ქართული ოცნება), ჩვენ ასე არ ვიყავით სამი- ოთხი წლის წინ, დღეს აზერბაიჯანი, თავის სტრატეგიულ მიზნებს აღწევს, მან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და უკვე დიდ, გლობალურ როლს ეთამაშება ეს სახელმწიფო. სომხეთმა ღიად თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი განაცხადა და ევროპული მომავალი გახადა მთავარ მიზნად.
ჩვენ ვართ გაურკვეველი იდიოტების ხელში, რომლებიც გვაკარგვინებენ არამხოლოდ ევროპულ, ცივილიზებულ მომავალს, ჩვენ ისე ახლოს ვიყავით ამ მომავალთან, მოქალაქეებს ვეუბნები,
შორს კი არ არის ეს დრო, არამედ ჩვენ უკვე იქ ვართ, როცა შიდა მეგობრულ, მაგრამ რეგიონალურ კონკურენციაში, მაჩანჩალები გავხდით, ყველაზე ჩამორჩენილები ვართ ყველაფერში“ – განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.