LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

220
გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, მათ შორის, ხურვალეთსა და ძუკუთაში მოადგილეებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას და თანამშრომლებს შეხვდა.

“მინისტრმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კახაბერ ქემოკლიძემ მინისტრს ადგილზე წარუდგინა ის რუკები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართების ადგილმდებარეობას ასახავს.

მინისტრი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.

გიორგი გახარიამ ხურვალეთის და ერედვის რაიონული სამმართველოს ნადარბაზევის საგუშაგოებიც დაათვალიერა. მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნისა და არსებულ გამოწვევებზე რაციონალური რეაგირების მნიშვნელობას“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g