LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

76

მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და შეხვედრის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში გაიმართა, გიორგი გახარიამ ბიზნესმენებს მეწარმეობის ხელშეწყობის ხედვა და ის გეგმები გააცნო, რომლის მიხედვით კიდევ უფრო მოქნილი გახდება ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორისთვის საჭირო და სრულყოფილი სერვისების მიწოდება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმებში ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ადგილობრივი, მცირე და საშუალო წარმოების ხელშეწყობა და განვითარებაა. ბიზნესის წარმომადგენლებმა მინისტრთან ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც, მთავრობის ხელშეწყობით, მათთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

„დღევანდელ შეხვედრას, ძირითადად, ესწრებოდნენ საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები,  რაც ჩვენთვის ძალზედ მნიშნელოვანია, რადგან სამუშაო ადგილების გენერირება  სწორედ აქ ხდება და ბიზნესის მხარდამჭერი  ძირითადი სახელმწიფო პროგრამები სწორედ  ამ სეგმენტში მიმდინარეობს. ჩვენ ვისაუბრეთ  არსებულ პრობლემებზე და მათ გავაცანით გეგმები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროში გვაქვს, მათ შორისაა   თანამშრომლობის ის ფორმები,რომლებსაც ახლა ეკონომიკის სამინისტროში  ვგეგმავთ, ასევე ის ცვლილებები, რომლებიც შეეხება ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამას  და სხვა პროგრამებს, რითიც სახელმწიფო მხარს უჭერს ადგილობრივ  წარმოებას“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, შეხვედრაზე ძირითადი მსჯელობის საგანი იყო ადგილობრივი წარმოება და ქართული პროდუქცია, რომელიც უნდა იყოს ხარისხიანი  და კონკურენტუნარიანი. „ჩვენ გვაქვს ექსპორტის მხარდაჭერის  სპეციალური პროგრამები და, რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას  ბიზნესთან, მათ შორის საშუალო ბიზნესთან  პრინციპული ხასიათი აქვს, რადგან იმ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმებში, რომელთა ხელშეკრულებებსაც აქტიურად ვაწერთ ხელს, ადგილობრივი წარმოება და პროდუქტიიყოს მაქსიმალურად ხარისხიანი  და კონკურენტუნარიანი“ – აღნიშნა მინისტრმა.

„ძალიან კარგი შეხვედრა იყო მინისტრთან. რა თქმა უნდა, ბევრი რამ კეთდება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არის რაღაც  გარკვეული საკითხები,რომელთა შესახებაც  იყო შეხვედრაზე საუბარი. დაანონსდა,რომ ეკონომიკის სამინისტროსთან და მწარმოებელთა ფედერაციასთან ერთად  შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა ამ მნიშვნელოვან საკითხზე ერთობლივად იმუშავებს“ – განაცხადა კომპანია „საქკაბელის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ედიშერ მამალაძემ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის მიერ დაანონსებული სერვისების შექმნა-განვითარება ძალიან გამოადგებათ ბიზნესმენებს თავიანთი საქმიანობის შემდგომი დაგეგმარებისა და განვითარებისთვის.  „ეკონომიკის მინისტრთან ჩვენ გაგრძელებთ სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც   ეხება ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  ახალი კომპონენტების დამატებას და  კომპანიების შემდგომ განვითარებას.განვიხილეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიც არის ადგილობრივი წარმოების  განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ წარმოადგინა  თავისი კონკრეტული ხედვები, რაც უახლოეს  ვადებში განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ ის ნამდვილად ეფექტური მექანიზმი იქნება  ექსპორტის ხელშეწყობისთვის“ – აღნიშნა ელგუჯა მელაძემ.

ექსპორტის ხელშეწყობისა და ადგილობრივ ბაზარზე ქართული კომპანიების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა  ლევან სილაგავამაც. მისი თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს ნებისმიერი პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირებას და ადვილად გადაწყვეტას.

„დღესდღეობით უკვე შექმნილია კრიტიკული მასა ქართული კომპანიების, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებით, რომლებსაც შეუძლიათ სწორი ოპერირება და კონკურენტული პროდუქციის გამოშვება როგორც ქართულ ბაზარზე, აგრეთვე ექსპორტის მიზნით. შესაბამისად, მინისტრთან შეხვედრაზე სწორედ ამაზე იყო საუბარი“ – განაცხადა ლევან სილაგავამ.

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და  საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

magti 5g