LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: მსგავს მერყეობას მოყვება ლარის კურსის გამყარება

82

ვიცით, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის პოზიტიური, გვაქვს დაგროვილი გამოცდილება, რომ მსგავს მერყეობას მოყვება სტაბილურობა და ლარის კურსის გამყარება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, კურსის ცვალებადობა მართლაც დამოკიდებულია მოლოდინებზე. ”ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები არის პოზიტიური, ეკონომიკური ზრდა სექტემბრის მონაცემებით კარგი გვაქვს, ექსპორტის ნაწილში 28%-ზე მეტი ზრდა გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა, ტურიზმის ნაწილში კარგი მაჩვენებელები გვაქვს, შესაბამისად გამოდის, რომ მართლაც ეს არის მოლოდინების თემა. მოლოდინები ხდება სეზონური. შარშან უფრო რბილად გადავლახეთ გაუფასურების ეტაპი, ვიდრე შარშანწინ. დარწმუნებული ვარ, წელს ლარის კურსის მერყეობა გადალახული იქნება კიდევ უფრო რბილად. მე მესმის, რომ ლარის კურსის მერყეობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებთან, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ ის მომენტი, რომ ლარის კურსი ბოლო წლებში სტაბილურად გარკვეული დროის შემდეგ მყარდება. წელსაც იგივე ეფექტი იქნება ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები