LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის – როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს

139
გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილებას ულოცავს. გახარიას თქმით, როგორც კი არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებენ.

„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას. საქართველოს უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე სრულად არის ანტი-დასავლური ხელისუფლების ბრალი, რომელმაც არ გაატარა დემოკრატიული რეფორმები და გააფორმა საგარეო კურსის ცვლილება ქვეყანაში“, – აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები