LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია პოლიციელებს ბოდიშს უხდის

277
gaxaria

შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს მიმართავს და აცხადებს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებას როცა ემსახურები, ეს უდიდესი ღირსებაა. გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შინაარსობრივ ნაწილზე რეაქცია არ ჰქონიათ, პოლიციას კი, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს, შეურაცხყოფა მიაყენეს. პარლამენტში მოსმენისას, პოლიცია „დაჩმორებულად“ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ მოიხსენია.

“ყველაფერ ამისთვის, რაც აქ მოხდა, თითოეულ პოლიციელს მინდა მოვუხადო ბოდიში. თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეთ, რომ უდიდესი ღირსებაა, ემსახურო საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას, მის ჯანმრთელობას და მის ხვალინდელ დღეს”, – განაცხადა მინისტრმა.

მან პოლიციელებს მოუწოდა , მხნედ განაგრძონ თავიანთი საქმე.

„პირველ რიგში, მინდა, მივმართო საქართველოს რიგით მოქალაქეებს, თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მეხანძრე-მაშველს, თითოეულ მესაზღვრეს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დგას დღეს საოკუპაციო ხაზთან და პატრულირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ რიგით თანამშრომელს, დღეს, ყველამ ერთად, დავინახეთ, რომ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, ამ ქვეყანას უნდა მოვუაროთ ჩვენ ყველამ ერთად. როდესაც ადამიანები ნახევარი საათით შემოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზიის ეკრანებზე გამოჩნდნენ და პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, ეს ადამიანები ჩვენს მომავალს ვერ შექმნიან და მათ ამ მომავლის შექმნის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა გახარიამ.

პარლამენტში გუშინ გიორგი გახარიას “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g