LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

141
გიორგი გახარია

საქართველოს პროკურატურამ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულად ცნო – ინფორმაცია „ფორტუნას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, საქმის მასალებს ადვოკატი გაეცნობა:

„დაზარალებულად ცნობა მოხდა ახლა. მანამდე რაც ვრცელდებოდა, იყო ტყუილი. ახლა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გვჭირდება წვდომა საქმის მასალებზე. ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პარტიაში.

ცნობისათვის, 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე იყო.

ბერდია სიჭინავა: „20 ვინჩესტერის მოცულობის ინფორმაცია წაიღეს „შერატონიდან“, მათ შორის სასტუმროში მცხოვრები სხვა ადამიანების შესახებ, ალბათ, ყავისგან „დაზარალებული“ ზონდერი გვეყოლება.. 4-5 პირი უკვე იდენტიფიცირებული გვყავს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g