LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

140
გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა – ინფორმაცია „ფორტუნას“ უწყებაში დაუდასტურეს.

„გახარიაზე თავდასხმის ვიდეოჩანაწერები პროკურატურამ სასტუმროდან სერვერებიანად წაიღო და ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ…მიზანი მტკიცებულებების განადგურებაა“ – პარტია „გახარია საქართველოსთვის“

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია უწყებაში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

საგამოძიებო უწყებაში მისულ გიორგი გახარიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ბერდია სიჭინავა: „20 ვინჩესტერის მოცულობის ინფორმაცია წაიღეს „შერატონიდან“, მათ შორის სასტუმროში მცხოვრები სხვა ადამიანების შესახებ, ალბათ, ყავისგან „დაზარალებული“ ზონდერი გვეყოლება.. 4-5 პირი უკვე იდენტიფიცირებული გვყავს“

ცნობისათვის, 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურამ დღეს ამოიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g