LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია – „ქოლ-ცენტრების“ თემა იდეალური მაგალითია, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ისხდნენ ერთად და თაღლითურად პარავდნენ ფულს ევროპელებს – რიგითი ევროპელის თვალში ახლა თაღლითების ქვეყანა ვართ

174
251804943_0_44_1400_832_1920x0_80_0_0_11e52f3a69d64ba17bddcc093c26b0ff

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია იმერეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებთან შეხვედრაზე “ქოლ-ცენტრების” საქმეს გამოეხმაურა.

ვიდეოში, რომელიც პარტიის სოციალურ ქსელში ვრცელდება, გიორგი გახარია საუბრობს იმაზე, რატომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ “ქოლ-ცენტრების” საქმეზე კომისიის შექმნა.

„ეს ქოლცენტრების თემა, არის იდეალური მაგალითი, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ერთად ისხდნენ და თაღლითურად ფულს პარავდნენ ევროპელებს და ახლა, დღეს კიდევ, ფინანსური თაღლითობა გადაჰყავთ პოლიტიკურ თაღლითობაში და ცდილობენ, რომ ერთმა ერთს დააბრალოს, მეორემ მეორეს და შენ კიდევ, საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც ფასი ამისი უკვე გადაიხადა. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამის ფასს ვინმე არ გადაიხდის? ამის ფასს თითოეული ჩვენგანი გადაიხდის. ამის ფასს გადავიხდით ყველა ჩვენ, იმიტომ, რომ რიგითი ევროპელის თვალში, ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ.

რა უნდა იფიქროს იმ ევროპელმა, აი ვიღაცას თუ დააინტერესა და დეტალებში წავიდა იტყვის, რომ კაცო, აგერ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და თურმე, ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ჰპარავს ფულს. მერე, კომისია რომ გაკეთდება, გაირკვევა, რომ ოფიციალური პირები ამას ან ხელს აფარებდნენ, ამ თაღლითს, ან თვითონაც თაღლითურად იპარავდნენ. ეს ხალხი გააკეთებს ელემენტარულ დასკვნას: აქ ხელისუფლებაც თაღლითია, ოპოზიციაც თაღლითია, ესენი ყველანი თაღლითები ყოფილან და საბოლოო ჯამში ამ განაჩენს გამოუტანენ ვის? – რიგით მოქალაქეს და ჩვენს შვილებს. მორჩა, ამიტომ არ უნდათ. ესენი ახლა, რეალურად, რასაც აკეთებენ ერთმანეთზე გადაბრალებით, ცდილობენ, თავისი მოპარული ფული დაიცვან”, – აცხადებს გიორგი გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g