საპოლიციო გამოსახლების გაუქმება არ იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამისთვის ბიზნესი ჯერ მზად არ არის. ”ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს ის იურიდიული ინსტრუმენტები, რომელიც არსებობს. თუ სხვებს შეუძლიათ გამოიყენონ საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტრუმენტი, რატომ არ შეუძლია ბიზნესს ამის გაკეთება. მე მიმაჩნია, რომ ეს არ იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით. დღეს ჩვენი სისტემა ამისთვის მზად არ არის და სჭირდება დაახლოებით 3-4 წელი, თუმცა ჩვენ გვარწმუნებენ, რომ სასამართლო ხელისუფლება მზად არის ეფექტურად და მოკლე ვადებში განიხილოს ეს თემები. დაველოდოთ” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელსაც აქვს მსგავსი საკანონმდებლო ცვლილბების დისკერცია. ”ეს მათი საქმეა. ჩათვალეს, რომ ასეა საჭირო” – აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.
საქართველოში საპოლიციო გამოსახლება გაუქმდა. პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 11 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილებები პოლიციისა და სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონებში, ასევე, სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით, პოლიციის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ბანკების ასოციაცია აპირებსმ პარლამენტის მიერ მირებული კანონი საკონსტიტუციო სასამრართლოში შგაასაჩივროს.