LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

127
გახარია საქართველოსთვის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა – პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით მანდატი შეუწყდა: გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს.

როგორც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პარტიას პარტიული დაფინანსება 6 თვით შეუჩერდება.

„განსახილველ საკითხად გვაქვს პარტიიდან „საქართველოსთვის“ პარლამენტის 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. მათ 26-ვე არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს იმით, რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მიიღეს არჩევნებში.

აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. ასევე, შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

„800 000 ლარის დაფინანსება აქვთ მიღებული ისე, რომ ერთი დღე არ გაუტარებიათ პარლამენტში… მანდატების შეწყვეტით, პარტიას 6 თვით შეუჩერდება დაფინანსება“ – პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g