“ბატონო გიორგი, პარლამენტში შემოსვლას აპირებთ, როგორც ვატყობ…” – ასე მიმართა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას, რაზედაც გახარიამ უპასუხა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც სმენია მსგავსი ჭორები.
“ქალბატონო თეა, თუ გამიმხელთ, რით შეატყვეთ, მერე მეცოდინება. თქვენი ნებაა, როგორც გინდათ, ისე შეგიძლიათ შეაფასოთ. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს შევძლო მივეხმარო ისე, როგორც ძალმიძს და ამის იქეთ, შეიძლება ახალი პარლამენტიც იყოს, ახალი არჩევნებიც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ასეთი ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა, შეიძლება აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ”, – აღნიშნა გახარიამ.
გახარიას ამ განცხადებას მოჰყვა წულუკიანის რეპლიკაც:
“აღდგენილი ამ დღეებში მხოლოდ ლაზარე ვიცით, დიდება უფალს”.