LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება – თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს

133
გახარია

თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს.

გახარია საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.

მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან.

რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულების თანამონაწილე“,- აცხადებს გიორგი გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g