LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიამ კორონავირუსი დაამარცხა

121
gaxo-test

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია.

შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი 2 ნოემბერს ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ის შინ მკურნალობდა.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 63 650-ს შეადგენს, ჯამში, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 47 390-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 521 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები