LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა: პარტია „საქართველოსთვის“

76
1597918961-გახარია-1024x698

„გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპერტიზა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს ჩატარდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით გაიარა.

„გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება. დოკუმენტის გაცემის თარიღია – 2021 წლის 16 სექტემბერია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g