LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას მეუღლემ საფრანგეთში 472,400 ევროდ ბინა იყიდა

1996
BeFunky-collage (1)

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, Bm.ge-მ გაავრცელა. როგორც სააგენტო წერს, გიორგი გახარიამ აღნიშნული დეკლარაცია, თანამდებობის დატოვების შემდეგ შეავსო.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ექსპრემიერის მეუღლემ მარიკა ფანცულაიამ პარიზის მახლობლად, Le Perreux-sur-Marne-ში ბინა 2020 წელს შეიძინა.

ბინის ნასყიდობის ღირებულებად 472,400 ევრო არის მითითებული, ფართობი კი 83 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

 

 

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გახარიას ოჯახმა საფრანგეთში უძრავი ქონება დანაზოგის მეშვეობით შეიძინა.

“ნასყიდობა, უძრავი ქონების შეძენა (ოჯახის დანაზოგი თანხით, რომელიც დეკლარირებულია 30.05.2017 – 30.05.2020 წლებში გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციებში – მარიკა ფანცულაიას სადეპოზიტო ანგარიშებზე არსებული ნაშთები), 472400, EUR,”- ნათქვამია ქონებრივ დეკლარაციაში.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დღეს დაფუძნდება. ღონისძიება 17:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ გიორგი გახარიას გუნდს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე უერთდება.

სხვა დამატებითი დეტალები დაზუსტებით, დიდი ალბათობით, სწორედ პარტიის პრეზენტაციის დღეს გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g