ცნობილი ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირადად დაიწყო აბიტურიენტების მიღება, რომელთაც ბიოლოგიასა და ქიმიაში მოამზადებს.
გიორგი წერს:
„მეგობრებო, მოკლედ, წელს ისევ იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ბიოლოგიის და ქიმიის ჯგუფები.
? ბოლო წლების განმავლობაში პირველ ადგილზე თითქმის ყოველთვის ჩემი აბიტურიენტები იყვნენ. მარტო წინა წელს მაქსიმალური ქულა 7-მა აბიტურიენტმა აიღო! წლევანდელ შედეგებსაც მალევე მოგახსენებთ.
? ხარისხი, ხარისხი, ხარისხი!!!
? 2010 წლიდან მოყოლებული ათასობით მომავალი ჭკვიანი ექიმი ვაჩუქე მედიცინას!
? წელსაც ისევ მაგრად დავცხებთ და ისევ მაქსიმალურ ქულასა და უპირობო პირველობაზე გვექნება პრეტენზია!
? ისინი მხოლოდ ბიოლოგიას და ქიმიას არ სწავლობენ, ისინი სწავლობენ იმას, თუ როგორ იყვნენ მედიცინაში საუკეთესოები, გამორჩეულები და ლიდერები!
? მადლიერი დაგრჩებით, თუ ამ პოსტს გააზიარებთ და გამიწევთ რეკომენდაციას“.