LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „ჩემს კლინიკაში კონსულტაციაში პაციენტს ფულს არ გამოვართმევ… ყველაფერი იქნება მისაღებ ფასებში, რომ ქონების გაყიდვამ არავის მოუწიოს…“

3724
giorgigogoberidzenews545

ონკოლოგ-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე, რომლის სამედიცინო რჩევებს ინტერნეტისა თუ ტელევიზიის საშუალებით ბევრი ადევნებს თვალყურს, ნინო ნადირაძისა და გადაცემა „პრაიმშოუს“ შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს:

„ამაში მართალია ქალბატონი ნინო, რომ მე ვარ რეზიდენტი. ექიმი როგორ არ ვარ, სამედიცინო უნივერსიტეტს რომ ამთავრებ, იღებ ექიმის დიპლომს, ლიცენზირებულ ექიმობამდე კი რამდენიმე საფეხური მაკლია… მე მხოლოდ ჩემი სახელით ვიტყვი, რომ არანაირი სიძულვილი, ბოღმა და შური ნინოს მიმართ არ მაქწვს… ადამიანს გაუჩნდა კითხვები და დამისვა, ამაში საგანგაშო არაფერი ყოფილა…“

გიორგი ღოღობერიძეს საკუთარი კლინიკის გახსნა სურს, სადაც სურს, მკურნალობა ამქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის: „ამ კლინიკაში შესაძლებელი იქნება, ყველაფერი იყოს ძალიან მისაღებ ფასებში, რომ მკურნალობის გამო ქონების გაყიდვამ არავის მოუწიოს. მაგალითად, ჩემს კონსულტაციაში პაციენტს ფულს არ გამოვართმევ. ჩემი სიტყვები არაფერი მიჯდება და ამას ფასს ვერ დავადებ, მაგრამ დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს მკურნალობა ხომ სჭირდება, საჭიროა პრეპარატები და ბევრი სხვა…“

გიორგი ღოღობერიძე „პრაიმშოუზე“ განაწყენებულია: „მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა…“

„თინა თოფურიასთვის საჯარო ტრიბუნის დათმობა და მისი დამაზიანებელი აზრების გავრეცელებაში მონაწილეობა ნორმალურია და ღოღობერიძემ, რადგან რეზიდენტია, ასპირინზე და D-ვიტამინზე არ უნდა ისაუბროს?“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g